საპარლამენტო დელეგაცია ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით საბერძნეთში იმყოფება
საპარლამენტო დელეგაცია ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით საბერძნეთში იმყოფება
13:34 17.10.2018
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით საბერძნეთში, ქალაქ კავალაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივი კომიტეტის რიგით 52-ე სხდომაში იღებს მონაწილეობას.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, PABSEC-ის კომიტეტის სხდომის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს „პროფკავშირების როლი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში“. აღნიშნული საკითხის შესახებ შესაბამისი მოხსენება და რეკომენდაციები იქნება მიღებულo.

კომიტეტის სხდომას ასამბლეის 12 ქვეყნის ეროვნული დელეგაცია ესწრება. ვიზიტის ფარგლებში ზაზა გაბუნიამ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მარკოს ბოლარისთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში დამოუკიდებელი დეპუტატის ქვოტით საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფება.


ბეჭდვა