ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საბანკო სესხებთან დაკავშირებით, მთავრობის რეაგირება ადეკვატური იქნება.
ამის შესახებ გვინდაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.
„სახელმწიფო არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე იმუშავებს როგორც ბანკებთან, ისე ფერმერებთან. ჩვენი პასუხი მაქსიმალურად ადეკვატური იქნება იმ გამოწვევებთან, რაც სოფლის მეურნეობის დარგში არსებობს“ - აღნიშნა გვინდაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დაზარალებული მოსახლეობის სესხების დათვლა მიმდინარეობს.
