შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო
მდივანს, გეორგე ნუკე მარინის შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ რუმინეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დახმარებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ და გეორგე ნუკე მარინმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს ხელი მოაწერეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არარეგულარული მიგრაციის მართვას ხელს შეუწყობს.
