გივი მიქანაძემ პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
გივი მიქანაძემ პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
15:57 16.10.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ დღეს ასოციაციის წევრებს, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც ქვეყნებში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილებოდა, სიტყვით მიმართა და საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმების შედეგები დეტალურად გააცნო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებაზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით დაფუძნებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატებს შორის გაფორმებული მემორანდუმისა (თბილისის მემორანდუმი) და დაფუძნებული ქსელის თაობაზე ისაუბრა.

ქსელის მიზნებისა და აქტივობების, აგრეთვე უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნა გაზიარებული. აღნიშნულ ინიციატივას კოლეგა აპარატის უფროსების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ამ ტიპის ფორმატის მიმართ ინტერესი გამოხატეს და გაზიარებული გამოცდილების ეფექტურობას ხაზი გაუსვეს.

ბეჭდვა