ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) საქართველოს ისტორიისა და კულტურის
შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ მიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ელჩმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციის შესახებ ისაუბრა.
“ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელიც დემოკრატიულ და ევროპულ პრინციპებზე იყო დაფუძნებული,“- განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომელმა ირინა დოლიძემ საქართველოს კულტურის, ტურისტული პოტენციალისა და ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.
ICC-ში საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ პრეზენტაცია პირველად გაიმართა.
