საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ კნირშს შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს. მათი შეფასებით, ყველა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმირების პროცესში გერმანული ორგანიზაციებისა და ფონდების ,ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის როლი აღნიშნა .
ირაკლი კობახიძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
