საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი
ამომრჩევლებს დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარეში შეხვდება.
ზურაბიშვილი პირველ შეხვედრას 12:00 საათზე დუშეთის მოსახლეობასთან გამართავს, 14:00 საათზე კი ამომრჩევლებს თიანეთში შეხვდება.
მოგვიანებით, 18:00 საათზე დამოუკიდებელი კანდიდატი ყაზბეგს ეწვევა და კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდება.
