ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს უმასპინძლა
16:05 13.10.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლადდანიშნულ მეორე მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს უმასპინძლა.



მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებები განიხილეს.



ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული პარტნიორობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.



პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ და ჯორჯ კენტმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები მიმოიხილეს. აღინიშნა ამ პროცესში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლი. მხარეებმა საპარლამენტო მუშაობის სამომავლო დღის წესრიგი განიხილეს.



მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობა რეგიონული მშვიდობის დამყარების პროცესში.



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.​


ბეჭდვა