„ნაციონალური მოძრაობა“ IRI-ს კვლევების შედეგებს გაასაჯაროებს
„ნაციონალური მოძრაობა“ IRI-ს კვლევების შედეგებს გაასაჯაროებს
10:39 25.07.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ IRI-ს კვლევებს პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით დღეს გაასაჯაროებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, IRI-სთან პარტიას შეთანხმება აქვს, რომ სანამ კვლევის შედეგებს ყველა პოლიტიკური პარტია არ გაეცნობა, მასზე კონკრეტულად არ ისაუბრონ.

ამასთან, მმართველი პარტიის წევრმა კომენტარი არ გააკეთა ჟურნალისტების კითხვაზე - ემთხვევა თუ არა ერთმანეთს IRI-სა და NDI- ს კვლევის შედეგები.

ბეჭდვა