საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებადაა მოცემული.
რუსეთის სახელით ოლიმპიადაზე მოასპარეზე ორი მოჭიდავის ბესიკ კუდუხოვისა და დენის ცარგუშის ბიოგრაფიებში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილადაა მოხსენიებული.
საპროტესტო წერილი საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა „ლონდონი 2012-ის“ საორგანიზაციო კომიტეტში უკვე გაგზავნა. ქართული მხარე შეცდომის გასწორებას ითხოვს.
