თამარ ჩუგოშვილი: საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ზეწოლას ფინანსების კუთხით უარი უთხრა
თამარ ჩუგოშვილი: საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ზეწოლას ფინანსების კუთხით უარი უთხრა
11:32 12.10.2018
„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის, თორბიორნ იაგლანდის გამოსვლიდან რამდენიმე საკითხი იკვეთება. პირველ რიგში ის რომ, დაძაბულობა, რომელიც ევროპარლამენტსა და მინისტრთა კომიტეტს შორის არსებობს აუცილებლად უნდა განიმუხტოს და თანაც რაც შეიძლება დროულად. ჩვენ მომავალ წელს ახალი გენერალური მდივნის არჩევა გვიწევს და ეს პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ღირსეული კანდიდატი უნდა მოვძებნოთ, რომელიც ევროსაბჭოს არსებული პრობლემების დაძლევაში დაეხმარება “, - განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, გენერალური მდივანი რუსეთის პრობლემას ძირითადად ფინანსების შემცირების კუთხით წარმოადენს.

„ორი დღეა ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თუ რუსეთთან დაკავშირებული პრობლემების მოხსნა არ მოხდება, მაშინ ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები შეექმნება. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ევროსაბჭო ამ კატეგორიებით იზომებოდეს და ძალიან კარგია, რომ ეს პოზიცია საპარლამენტო ასამბლეამ გაიზიარა - ფინანსების კუთხით ზეწოლას უარი უთხრა და ის პოზიცია დააფიქსირა, რა პოზიციაც ევროსაბჭოს ამ სიტუაციაში შეიძლება რუსეთის მიმართ ჰქონოდა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ბეჭდვა