საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს მეზობელი, რაც მასთან მშვიდობის დამყარების სურვილს განაპირობებს, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მიესალმება რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებსაც და სწორედ ამიტომ მოაწერა ხელი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
პრეზიდენტი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივითაც გამოვიდა.
