გია ვოლსკი ფრანგ სენატორს შეხვდა
გია ვოლსკი ფრანგ სენატორს შეხვდა
17:02 11.10.2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრს სენატორ, პიერ-ივ კოლომბას შეხვდა.

შეხვედრას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პასკალ მენიე დაესწრო.

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ასევე საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების სამომავლო თანამშრომლების თემები და მიმართულებები განიხილეს.

გია ვოლსკიმ ფრანგ სენატორს საფრანგეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ ისტორიულ მისიაზე ისაუბრა, რაც წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ, ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრებისადმი საფრანგეთის მაშინდელი ხელისუფლების მიერ გამოვლენილ მზრუნველობას და მხარდაჭერას უკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული თემა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში განსაკუთრებით აღინიშნება.




ბეჭდვა