საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამართულ „პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალურ აჩევნებში“ გამარჯვებულებს შეხვდება.
შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში 13:30 საათზე დაიწყება.
სოციალურ ქსელ Facebook-ში „პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური არჩევნები“ მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს დაიწყო.
თამაშის წესების თანახმად, გამარჯვებული ერთ სამუშაო დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაატარებს.
თამაშის პირველი გამარჯვებული ირაკლი ღლონტი გახდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის 14 ნოემბერს ბიუროს სხდომასა და სპიკერის პირად შეხვედრებს დაესწრო.
