გიორგი გახარია შვედეთის ელჩს შეხვდა
გიორგი გახარია შვედეთის ელჩს შეხვდა
17:33 09.10.2018
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

გიორგი გახარიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოსთან სამართალდაცვით სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს და ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას, ისაუბრეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

გიორგი გახარიამ ულრიკ ტიდესრომს სამინისტროში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.



ბეჭდვა