პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის
რეფორმამ ჩვენი ქვეყნის ატლანტიკური ინტეგრაცია გააღრმავა.
„ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მოწონებული, სამინისტროში ჩატარებული და მიმდინარე რეფორმები საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლების და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით უმნიშნველოვანესია. ეს რეფორმები მყარ საფუძველს ქმნის, რომ საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონე და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები ჰქონდეს.
ეს მიდგომა და პოლიტიკა ნატოს და აშშ-ს ახლებურ მიდგომებს სრულად შეესაბამება, რაც ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
