ირაკლი ბერაია: ჩვენ მნიშნველოვნად ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს
ირაკლი ბერაია: ჩვენ მნიშნველოვნად ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს
16:29 08.10.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას განცხადებით, საქართველო ნატოს სტანდარტებს მნიშვნელოვნად უახლოვდება.

მისივე თქმით, საქართველოს ნატოსკენ წარმატებით წინსვლა თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ხელმძღვანელობის დროს სამინისტროში გატარებული რეფორმების შედეგია.

„როგორც ბრიუსელის სამიტზე, ისე ახლა, თავდაცვის მინისტერიალზე ნატოს ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებენ, რომ ჩვენ მნიშნველოვნად ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს და იზრდება ჩვენი შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა, რაც თავის მხრივ, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე გვაახლოვებს. ეს სწორედ მინისტრ იზორიას ხელმძღვანელობის დროს სამინისტროში გატარებული რეფორმებისა და პროგრესული ინიციატივების შედეგია.
ვფიქრობ, ის დინამიკა რაც სამინისტროში გაწერილი გეგმით მიმდინარეობს, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს მაქსიმალურად უჭერს მხარს,“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


ბეჭდვა