ბაქრაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას დღის ბოლოსთვის დაასახელებს
ბაქრაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას დღის ბოლოსთვის დაასახელებს
17:09 24.07.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას დღის ბოლოსთვის დაასახელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა ხერხეულიძემ განუცხადა.

მისი თქმით,  აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე უმრავლესობის წევრის ლაშა თორდიას გარდა, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება ცნობილი დღის ბოლომდე გახდება.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ნიშნავს.
გენერალურმა აუდიტორმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რომლის მიზეზად, კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლეობის გვერდით დგომის სურვილი დაასახელა.

ბეჭდვა