“ლეიბორისტები” უდუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას ქმნიან
“ლეიბორისტები” უდუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას ქმნიან
16:46 24.07.2012
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ საგამოძიებო კომისიას ქმნის, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის შესახებ მასალებს შეაგროვებს.
ამის თაობაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
ჯიბლაძის თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის „ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამამხობელი და სააკაშვილის ხელისუფლებაში მომყვანი შევარდნაძე“ კრწანისის რეზიდენციაში ფუფუნებასა და განცხრობაში ცხოვრობს და თავისი ,,ბრძნული აზრების’’ საზოგადოებისთვის მოხვევას ყველა საშუალებით ცდილობს. ამ ფაქტის აღსაკვეთად კი, პარტია ექს-პრეზიდენტის მმართველობის შემსწავლელ კომისიას შექმნის და მასალებს გაასაჯაროებს.
„ლეიბორისტულ პარტიაში“ იქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც იწყებს ედუარდ შევარდნაძის ,,მოღვაწეობისა ’’ და სისხლიანი მმართველობის შესახებ მასალების შეგროვებას 1960-იანი წლებიდან დაწყებული მის გადადგომამდე“ - აღნიშნა ჯიბლაძემ და თანამშრომლობისკენ ყველა დაინტერესებულ პარტიასა და მოქალაქეს მოუწოდა.
ამასთან, „ლეიბორისტები“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს იმ მილიონების ოდენობის გამოქვეყნებას სთხოვენ, რომელიც მათი თქმით, ედუარდ შევარდნაძესა და მისი ოჯახის წევრებს „ქართუ ბანკში“ აქვთ გადამალული.

ბეჭდვა