ჯონდი ბაღათურია –მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური კანდიდატების დაპირისპირება არ უნდა მოხდეს
ჯონდი ბაღათურია –მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური კანდიდატების დაპირისპირება არ უნდა მოხდეს
16:20 24.07.2012
პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატები დაასახელონ.
„ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის „თავისუფალ საქართველოსთან“ და მივესალმებით ინიციატივას, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არ მოხდეს ოპოზიციური კანდიდატების დაპირისპირება“ – აღნიშნა ბაღათურიამ.
„თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ ყველა ოპოზიციურ ძალას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების მიზნით თანამშრომლობას სთავაზობენ.
შესაბამისი დოკუმენტი მედიის წარმომადგენლებს კახა კუკავამ, თემურ შაშიაშვილმა და აკაკი ასათიანმა დღეს გააცნეს. ისინი პარტიებს დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.


ბეჭდვა