ვროპის საბჭოს შენობაში სუამი-ს წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) მიღება
გაიმართა, რომელიც სუამი-ს საკონსულტაციო ფორუმის დაარსების 21-ე წლისთავს მიეძღვნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მოწვეულ სტუმრებს სუამი-ის თავმჯდომარე ქვეყნის, ევროპის საბჭოში მოლდოვას რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა სიტყვით მიმართეს.
სუამი-ს საკონსულტაციო ფორუმის დაარსების 21-ე წლისთავის ფარგლებში ევროპის საბჭოს შენობაში, ასევე სუამი-ს წევრი ქვეყნების ფოტო გამოფენა გაიხსნა, რომელიც 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი 1997 წლის 10 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მონაწილეობით დაფუძნდა.
