ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოებაა იყო
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოებაა იყო
18:12 04.10.2018
ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ალიანსის წევრებმა საქართველოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.

ნატოს გენერალური მდივნის - იანს სტოლტენბერგის განცხადებით, კომისიის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც წარმოადგენდა, სტოლტენბერგის თქმით, ნატო და საქართველო საზღვაო უსაფრთხოების კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ. ნატოს სპეციალური დანაყოფები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვასთან ერთად, სხვადასხვა წვრთნას ატარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს საზღვაო ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს საზღვაო ძალებთან. კერძოდ, სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) აქტიურად თანამშრომლობს და ოპერატიულად ცვლის ინფორმაციას ნატო-ს საზღვაო სარდლობასთან (MARCOM).


ბეჭდვა