საქართველოში ბოსნია-ჰერცეგოვინას ელჩმა ვაშაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოში ბოსნია-ჰერცეგოვინას ელჩმა ვაშაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
15:36 24.07.2012
საქართველოში ბოსნია-ჰერცოგოვინას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დრაგოლუბ ლეიპოიამ, ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციის
აუცილებლობას.


ბეჭდვა