საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის
ეკონომიკის მინისტრთან, შაჰინ მუსტაფაევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ, მეგობრულ ურთიერთობებზე და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ზურაბ პატარაძემ, საქართველოში აზერბაიჯანელ ტურისტთა რაოდენობის ზრდა აღნიშნა, რასაც მომავალი წლიდან პირდაპირი ავია-რეისის განხორციელებას „ბაქო-ბათუმი-ბაქოს“ მიმართულებით შეუწყობს ხელს.
შაჰინ მუსტაფაევმა ზურაბ პატარაძეს საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკის ყველა სეგმენტში მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობენ.
