„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, IRI-ს კვლევების გათვალისწინებით, მომავალ პარლამენტში სამი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თარგამაძემ IRI-ს მიერ ჩატარებული პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, კვლევების დინამიკის გათვალისწინებით, მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი, რომელშიც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც“ შედის.
„აქ აღარ არის ზოგადად საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა, საუბარია გაცილებით უფრო სოლიდურ მაჩვენებელზე, რომლის შედეგიც მომავალ პარლამენტში ძლიერი პოლიტიკური ფრაქციის შექმნა იქნება” - განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ პირველ ათეულში არა სამი, არამედ, ოთხი „ქრისტიან-დემოკრატი“ ლიდერი ფიგურირებს.
მისი თქმით, ესენის არიან – თავად გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი.
„შედეგები ძალიან შთამბეჭდავი და ოპტიმისტურია“ - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.
