სოფო კილაძემ ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სოფო კილაძემ ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
13:37 03.10.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერეციაზე სიტყვით გამოვიდა.

დეპუტატმა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფო კილაძემ ასევე ისაუბრა სახელმწიფოს პოლიტიკაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელსაც სახელმწიფო დგამს ამ პრობლემის გადასაჭრელად, მათ შორის, ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე, კანონმდებლობის სრულყოფის და მისი აღსრულების მიმართულებით.

სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ტენდენციებზეც, რომელიც სახელმწიფომ კომპლექსური მიდგომის საფუძველზე განხორციელებული პოლიტიკის შედეგად მიიღო, მათ შორის, წინა პერიოდთან შედარებით, ძალადობის შემთხვევების გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი და შესაბამისი სერვისების გამართული ფუნქციონირება.

ღონისძიება გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)ორგანიზებით ჩატარდა.
ბეჭდვა