საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ სარეზერვო ფონდების ხარჯვის საკითხის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით მთავრი პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.
ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს, საბიუჯეტო ცვლილებების განხილვისას მას შემდეგ განაცხადა, რაც ფრაქციის წევრებმა ფინანსთა მინისტის პირველი მოადგილისგან პაპუნა პეტრიაშვილისგან პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გახარჯული 60 მილიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვერ მიიღეს.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ მოგვაწვდით თუ არა ინფორმაციას სარეზერვო ფონდებიდან 60 მილიონი რაში დაიხარჯა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრ პროკურატურას მივმართავთ, რომ საკითხით დაინტერსდნენ, რადგან ფინანსთა სამინისტრო საეჭვოდ ასაიდუმლოებს ამ თანხებს“ – მიმართა პერტიაშვილს ლორთქიფანიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პაპუნა პეტრიაშვილმა დეპუტატს მოუწოდა, რომ თვის ბოლოს დაელოდოს, როცა პარლამენტს ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში წარედგინება.
