მემარჯვენეებმა სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს
მემარჯვენეებმა სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს
13:59 24.07.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„ახალი მემარჯვენეების“ სახელით ახალციხეში - მალხაზ გოგოლაძე, ასპინძაში - გია ჭელიშვილი, ბორჯომში - რომანოზ ახვლედიანი იყრიან კენჭს.

„წარდგენილი კანდიდატებიდან პრაქტიკულად ყველა ადგილობრივი კადრია და თითოეულ მათგანს საკუთარ რაიონებში თვითმმართველობის ორგანოების სხვადასხვა სამსახურში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს“ - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ამ რეგიონში პოლიტიკური მონოპოლისტი ვერ იქნება.

ამასთანავე, გამყრელიძე აცხადებს, რომ რეგიონის მოსახლეობა თავისუფალი უნდა იყოს არჩევანის გაკეთებისას და „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური აქტივობა მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უქმნის.


ბეჭდვა