არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობა“ ჩვენს მიმართ იმ ბრალდებებს აჟღერებს, სადაც თავად ყველაზე დიდი კრახი განიცადეს
არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობა“ ჩვენს მიმართ იმ ბრალდებებს აჟღერებს, სადაც თავად ყველაზე დიდი კრახი განიცადეს
22:59 02.10.2018
„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც ოპონენტები - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ჩვენ მიმართ აჟღერებს იმ ბრალდებებს და ეს არის ოთხი თემა, სადაც ამ გუნდმა განიცადა ყველაზე დიდი კრახი მმართველობის დროს“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, ეს არის ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, აგვისტოს ომი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით და ბიზნესის თავისუფლება.

„ვნახოთ მათ მიერ მართული მედია, მათი სპიკრები, მათი პოლიტიკოსები - ყველაზე მეტი საუბარი მიდის ამ ოთხ თემაზე და ყველაზე ხშირად იმ თემებზე, რაც მათ დროს იყო ყველაზე დიდი პრობლემა.

ერთი შეკითხვა მექნება ბატონ გოკასთან - თქვენ ეყრდნობით ზაზა ოქუაშვილს და გჯერა მისი მონაყოლის ხომ? ზაზა ოქუაშვილმა ამავე გამოსვლაში ასევე ისაუბრა რომ თქვენი პარტია „ევროპული საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ სატელიტი. ამას ეთანხმებით?“-მიმართა არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს.


ბეჭდვა