ქუვეითში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქუვეითში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
14:29 02.10.2018
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქუვეითში, სასტუმრო Crowne Plaza-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა როლანდ ბერიძემ მიმართა, რომელმაც ყურადღება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიულ საწყისებზე გაამახვილა. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და იდეების ერთგულ ქვეყანას წარმოადგენს. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ქუვეითის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდამჭერი პოზიციის გამო.



ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტო-გამოფენა - ,,100 Years of Georgia’s First Democratic Republic’’ და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა’’ ჩვენება. ასევე, მიღებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალის ამსახველი ბროშურები.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუვეითის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.



ბეჭდვა