საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და
ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გეერტ ჰინრიხ არენსს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარდებას.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა.
