ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილის ძირითადი საქმიანობა მედიის კონტროლი იყო
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილის ძირითადი საქმიანობა მედიის კონტროლი იყო
16:18 01.10.2018
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით , საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მედია ტოტალურად იმართებოდა.

ეს განცხადება მან მმართველ გუნდთან დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„რა დღეში იყო მედია გვახსოვს, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო - პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტიის ლიდერი მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს ღიმილის მომგვრელს უწოდებს.

მასალის ვიდეოვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 

ბეჭდვა