„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, დღეს მმართველი გუნდი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს
„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, დღეს მმართველი გუნდი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს
20:47 30.09.2018
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას დაესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

ასევე, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, გაკეთდება პოლიტიკური განცხადება.

შეხვედრა 10:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა