სააკაშვილი - ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს
სააკაშვილი - ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს
22:30 28.02.2012
რეფორმების გატარების საკითხში ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ამერიკა და ევროპა ასეთ თანადგომას უცხადებს ქვეყანას და აქტიურად გამოხატავს პარტნიორობის სურვილს, ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ ნდობის გამოხატვაზე მიუთითებს.
"ეს წარმატება ყველას ეკუთვნის. საქართველოს მთავრობას დამკვიდრებული აქვს ღირსეული ადგილი ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროში. ჩვენ, როგორც ერი, პოლიტიკურად უკვე ვართ დასავლეთის ნაწილი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ისტორიული არჩევანი დასავლეთია, თუმცა, მისი რეგიონი ასევე არის კავკასია. კავკასიაში უსაფრთხოების გარეშე კი, საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება შეუძლებელია.
"საქართველო მყარად უჭერს მხარს საზღვრების ურღვევის საკითხს. კავკასიას განიხილავენ, როგორც ერთიან რეგიონს, სადაც უნდა იყოს მშვიდობა და თავისუფლების უწყვეტი ტალღა", - განაცხადა მან.

ბეჭდვა