საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდონეზიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდონეზიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
19:31 29.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ინდონეზიის რესპუბლიკის სულავესის კუნძულზე 28 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის და მის მიერ გამოწვეული ცუნამის შედეგად ასობით ადამიანის გარდაცვალების გამო.


დამანგრეველმა მიწისძვრამ და ცუნამიმ გამოწვია არამხოლოდ ადამიანთა ტრაგიკული დაღუპვა, არამედ მიაყენა მნიშვნელოვანი ზარალი რეგიონის ინფრასტრუქტურას. საქართველო გვერდში უდგას მეგობარ ინდონეზიას ამ მძიმე წუთებში.


საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უთანაგრძნობს ინდონეზიის მთავრობას და ინდონეზიელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
ბეჭდვა