ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
17:02 28.09.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რამიზ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი კავშირების განმტკიცებაზე და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

მინისტრის მოადგილემ ზურაბ პატარაძეს საქართველოს ელჩად დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ბეჭდვა