ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დღეს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ
ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დღეს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ
09:14 24.07.2012
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტში დღეს ფრაქციებისა და კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ.  

ცვლილებებს ფრაქციების - „ერთობა სამართლიანობისთვის“ და „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე წარუდგენს.

დღის მეორე ნახევარში კი, განხილვა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება.

საბოლოოდ კი, საბიუჯეტი ცვლილებების პროექტი 25 ივლისს დამტკიცდება.


ბეჭდვა