თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრის მოთხოვნით დღეს ე.წ. „ატსტუპნიკები“ და დევნილები ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობასთან მორიგ აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
ე.წ. „ატსტუპნიკები“ და დევნილები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ.
იგივე მოთხოვნით, აქცია მერიის შენობასთან გასულ კვირასაც გაიმართა.
ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების დაკანონების მოთხოვნით, 8 თვეა საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათ საბჭოთა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი ფართები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს, თუმცა, ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა.
