საქართველო დასავლურ კურსს გააგრძელებს. ამის შესახებ მიხელ სააკაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველო გააგრძელებს გზას დასავლეთისკენ, რადგან ეს ეფუძნება ჩვენი ერის ისტორიულ გამოცდილებას", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, საქართველო არასოდეს შეეგუება და არ შეაზღუდინებს იმპერიას თავისუფალ არჩევანს.
"ამისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დღეს 2 საათით გადავდე დებატები, სწორედ იმის გამო, რომ ჩამოვიდა ევროკავშირის სავაჭრო კომისარი და გაიხსნა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევრიკავშირთან, რომელიც იმედია უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში დასრულდება" - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზეც.
პრეზიდენტის განცხადებით, უარის თქმა ნატოსა და ევროკავშირზე, იმ პირობებშიც კი, როცა ამ საკითხს წლები შეიძლება დასჭირდეს, დაუშვებელია, რადგან მასზე უარის თქმით, ქვეყანა თავისუფლებას დაკარგავს.
