გიორგი ვოლსკი: ბრძოლაში და დაპირისპირებაში ყველა დამარცხდა - ქართველებიც და აფხაზებიც
გიორგი ვოლსკი: ბრძოლაში და დაპირისპირებაში ყველა დამარცხდა - ქართველებიც და აფხაზებიც
13:50 27.09.2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს ჯვართამაღლებაა და ყველას გილოცავთ, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს და იმათ, ვინც გადარჩა და დღეს ისევ ვაჟკაცურად დგას საზოგადოების სამსახურში.

დღევანდელი დღე ჩვენთვის ტრაგიკულია, მძიმე გასახსენებელია და სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც დღევანდელი დღე გამარჯვების დღედ არის მოხსენიებული, თუმცა ბრძოლაში და დაპირისპირებაში ყველა დამარცხდა - ქართველებიც და აფხაზებიც“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.






ბეჭდვა