საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური
ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში უნგრეთის საგარო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს და უნგრეთის მჭიდრო მეგობრობას და პარტნიორობას, უნგრეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტგერაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.
მინისტრებმა დადებითად შეაფასებს ქვეყნებს შორის ინტესნიური მაღალი დონის კომუნიკაცია, რაც ხელს უწყობს აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე ურთიერთ მხარდაჭერასა და კოორდინაციას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პიტერ სიიარტოს ბათუმის უსაფთხოების კონფერენციაში მონაწილეობისათვის, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.
აღინიშნა უნგრეთის მნიშვნელოვანი წვლილი, როგორც ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, ასევე მისი მონაწილეობა ვეროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. უნგრეთის მხრიდან უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის რეფორმების კურსს, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას გააცნო ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგში მდგარი ამოცანები, მათ შორის ევროკავშირში ინეგრაციის საგზაო რუკის ინიციატივა, რომლის რეალიზაციაშიც მნიშვნელოვანი იქნებოდა ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება.
კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებს და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტუმენტი ალიანსში წევრობისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის რეზოლუციისა და ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა პიტერ სიიარტოს გააცნო კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკა და ქართული მხარის ინიციატივები.
მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე, მათ შორის შესაბამისი სამთვრობო ფორმატების გამოყენებით. ხაზი გაესვა განათლების სფეროში უნგრეთთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა უნგრეთის წამყვან სასწავლებელბში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს 80 ქართველ ახალგაზრდას.
