დავით ზალკალიანი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
09:33 27.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მარია დოლორეს აგუერო ლარას შეხვდა

მინისტრების შეხვედრა გაერო-ში გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შაფასეს ჰონდურასსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის არსებული პრაქტიკა, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში. საუბარი შეეხო ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის გამოცდილებას, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში.


ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას გააცნო ჰონდურასის რეფორმების დღის წესრიგი და გამოთქვა სურვილი გაიზიაროს ამ მიმართულებით საქართველოს კარგი გამოცდილება.


მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები, ქართულმა მხარემ ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნო საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების კარგი გამოცდილება და შესაძლებლობები. მინისტრებმა აღნიშნეს რომ მომავალშიც გააგრძელებენ და ხელს შეუწყობენ აქტიურ კომუნიკაციას ორი ქვეყნის მთავრობებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. ​
ბეჭდვა