პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა
პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა
09:31 27.09.2018
პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებზე, სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2018 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, დაშვებული იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშები.

ბეჭდვა