ისკო დასენი ბელარუსის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
ისკო დასენი ბელარუსის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
17:59 26.09.2018
ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ისკო დასენი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიულ ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის ტურიზმის სფეროში კავშირები სულ უფრო ინტენსიური ხდება.

„საქართველოსა და ბელარუსს შორის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ორი მხარემ აღვნიშნეთ, რომ ეს ურთიერთობები ახლა სულ უფრო ინტენსიური ხდება და პოზიტიურად ვითარდება. ვისაუბრეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. შევთანხმდით, რომ მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ბელარუსში საქართველოს მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება, რაც ხელს უწყობს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას“,-განაცხადა ისკო დასენმა.


ბეჭდვა