უკრაინაში საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
უკრაინაში საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
16:20 26.09.2018
კიევის აკადემიურ ახალგაზრდულ თეატრში საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიების ფარგლებში უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა გელა დუმბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ომით დაშორებული საზოგადოებების შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ასევე, ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.


ასევე, ღონისძიების ფარგლებში, რომელშიც კიევის შემოქმედებითი უმაღლესი სასწავლებლების ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტები და ლექტორები მონაწილეობდენენ, ჩატარდა ფერწერული მასტერ-კლასი.
ბეჭდვა