საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ბეგაძის განცხადებით, დედაქალაქში ტაქსების სერვისი
სტანდარტიზებული იქნება.
მისი თქმით, ეს არის როგორც გარემოსდაცვითი, ასევე, მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით მიღებული სწორი გადაწყვეტილება.
"ტაქსების სერვისი იქნება სტანდარტიზებული, ტაქსის მძღოლებს ექნებათ უფასო პარკირება, ასევე დამატებითი შემოსავალი რეკლამიდან.
დედაქალაქი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ასეთ რეფორმებს და ინიციატივებს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება", - აღნიშნავს გიორგი ბეგაძე.
