თარგამაძე –ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშანი პოლიტიკური სივრცის მონოპოლიაა
თარგამაძე –ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშანი პოლიტიკური სივრცის მონოპოლიაა
22:17 28.02.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, პოლიტიკური სივრცის მონოპოლია ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშანია. აღნიშნული განცხადება მან დღეს პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს განაცხადა.
თარგამაძის განცხადებით, პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზაციის საუკეთესო ბერკეტად გადაიქცა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონი, რომელიც ხელისუფლებას უტოვებს შესაძლებლობას, რომ სრულიად ლეგალურად შეინარჩუნოს მონოპოლია პოლიტიკაში და იმავდროულად სურვილისამებრ აკონტროლოს და თუ საჭიროა შეზღუდოს არასამთავრობო სექტორი.
"ფაქტია, რომ დემოკრატია თქვენთვის გავლენისა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე ნაკლებად პრიორიტეტულია", – აღნიშნა თარგამაძემ.



ბეჭდვა