თამარ ჩუგოშვილი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელს და ქალთა დემოკრატიის ქსელის(Women’s Democracy Network) დირექტორს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელს და ქალთა დემოკრატიის ქსელის(Women’s Democracy Network) დირექტორს შეხვდა
19:20 25.09.2018
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს და ქალთა დემოკრატიის ქსელის (Women’s Democracy Network) დირექტორს ვალერი ბოულინგსშეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ქალთა დემოკრატიის ქსელის საქართველოში მომავალი საქმიანობის პერსპექტივები.

„დღესდღეობით, ქალთა დემოკრატიის ქსელის ორგანიზაცია, რომელიც 12 წელია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისბაზაზე არსებობს, ემსახურება ქალთა როლის გაძლიერებას მსოფლიოს მასშტაბით და ეხმარება ახალგაზრდებს განავითარონსაჭირო უნარები იმისათვის, რომ აქტიურად ჩაერთონ მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორისსაქმიანობაში. საქართველო მათთვის განიხილება, როგორც პოტენციური ქვეყანა, სადაც მათი წარმომადგენლობა შეძლებსახალგაზრდების გადამზადებას“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,თამარ ჩუგოშვილმა.


ბეჭდვა