სალომე ზურაბიშვილი: მმართველი პარტიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ გამოვდივართ პერიოდიდან, როცა უმრავლესობა ხელისუფლების ყველა შტოს ისაკუთრებდა
სალომე ზურაბიშვილი: მმართველი პარტიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ გამოვდივართ პერიოდიდან, როცა უმრავლესობა ხელისუფლების ყველა შტოს ისაკუთრებდა
19:59 23.09.2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი შუახევში მცხოვრებ ამომრჩევლებ სშეხვდა.

“მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად გამოვდივართ იმ პერიოდიდან, როცა უმრავლესობა ისაკუთრებდა ხელისუფლების ყველა შტოს. საქართველოში, პარტიები რაც არსებობს ჯერ არ არიან მზად, რომ მრავალპარტიულობა იყოს ისეთი, როგორიც უნდა არსებობდეს მეტადრე ამ ქვეყანაში, რომელიც არისმრავალფეროვანი ქვეყანა. ეს დროც მოვა და ესნაბიჯი არის ამისთვის გადადგმული და ამავე დროს ეს ნაბიჯი არის ის, რაც მე მაძლევს ხვალ საშუალებას, რომ ამ ხელისუფლებასთან მქონდეს ის მჭიდრო კავშირი, რომელიც შედეგზე არის ორიენტირებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბეჭდვა