ლევან ბეჟაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
ლევან ბეჟაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
15:16 23.07.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა.
განცხადება ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ბეჟაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის რეგიონის დახმარების სურვილია, რაც მის თანამდებობასთან შეუთავსებელი იყო.
„დღეს მიმაჩნია, რომ ჩემი შინაგანი ვალდებულებაა, გვერდით დავუდგე და დავეხმარო ჩემს კახელებს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დაძლევაში და ხელშესახები დახმარება აღმოვუჩინო მათ, თუმცა, ეს შეუთავსებელია ჩემს თანამდებობასთან, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იგი და ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო ხალხზე ზრუნვას“-განაცხადა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბეჟაშვილს კახეთის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს.

ბეჭდვა